რეზონანსი
(10.07.2025)

ამბროლაურში ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე