რეზონანსი
(10.07.2025)

გერმანია მზად არის უკრაინისთვის აშშ-სგან იყიდოს Patriot სისტემები. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რომში “უკრაინის აღდგენის კონფერენციის” ფარგლებში განაცხადა.

“ამ საკითხზე საუბრები მაქვს აშშ-ის მთავრობასთან და პრეზიდენტ ტრამპთან. მზად ვართ აშშ-სგან დამატებითი Patriot სისტემები შევისყიდოთ და უკრაინისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ”, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ის აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს გასულ ხუთშაბათს, 3 ივლისს, ესაუბრა და ამ სისტემების მიწოდება სთხოვა.

“ამერიკელებს თავად სჭირდებათ ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მათ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ”, - აღნიშნა მერცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე