რეზონანსი
(10.07.2025)

საბურთალოზე, ორი ახალგაზრდა კაცს შორის მომხდარ შელაპარაკებას ცივი იარაღის გამოყენება მოჰყვა. ურთიედაპირისპირებისას ორი ადამიანი დაზარალდა. ინციდენტისას მათ, ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევას წინ საცხოვრებელ კორპუსში დაწყებული უთანხმოება უძღოდა.

თავდაპირველად ინფორმაცია ერთი პირის დაჭრის შესახებ გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანის დაჭრის შესახებ გახდა ცნობილი.

ორივე ახალგაზრდა მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე