რეზონანსი
(08.07.2025)

 ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ არის კმაყოფილი" ვლადიმირ პუტინით და აღნიშნა, რომ უკრაინაში ყოველკვირეული მსხვერპლი ახლა 7 000 ადამიანს აღწევს.

„პუტინით კმაყოფილი არ ვარ. ის უამრავ ადამიანს კლავს, უმეტესად თავისი და მათი [უკრაინელი] ჯარისკაცები არიან. ახლა ეს რიცხვი კვირაში 7000-მდე გაიზარდა", - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტების დაჟინებულ კითხვებზე შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით, ტრამპმა დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა და განაცხადა: „არ გეტყვით, პატარა სიურპრიზი გვინდა".

ტრამპმა შეაქო უკრაინელების წინააღმდეგობა და ამერიკის სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „უკრაინელები მამაცები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მათ საუკეთესო აღჭურვილობა მივეცით, რაც კი ოდესმე შექმნილა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე