რეზონანსი
(08.07.2025)

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლი მძღოლი, 17 წლის ბიჭი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, სამწუხაროდ, არასრულწლოვანის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



