რეზონანსი
(06.07.2025)

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, "ლელოს" ოფიციალური განცხადების შემდეგ, რუსთავის ნომერ 12 პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას ავრცელებს ბადრი ჯაფარიძე.
"სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას "ლელო - ძლიერმა საქართველომ" უპასუხა გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით - მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში" - წერს "ლელოს" ლიდერი და ეხმაურება პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას, შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანი ოპოზიციის დაპირისპირების პროვოცირებაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



