რეზონანსი
(05.07.2025)

რუსთავში ქმარმა 16 წლის ორსულ ცოლს სცემა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 21-ე მკ/რ-ში ახალგაზრდა წყვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კამათში გადაიზარდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
17 წლის ბიჭმა 16 წლის ორსულ ცოლს სცემა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია, ახალგაზრდა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



