რეზონანსი
(04.07.2025)

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი „ავერსის" სააფთიაქო ქსელის ერთ-ერთ ფილიალში შევარდა.
არსებული ცნობებით, ავტომობილი თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ტროტუარზე იმყოფებოდა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და ამ წუთებში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
წყარო: ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



