რეზონანსი
(04.07.2025)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე - წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე - წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საფრთხის დონე საშუალოა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



