რეზონანსი
(01.07.2025)

ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია,- ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ პლკატფომრა x-ზე წერს.

მისი თქმით, მან მონაწილეობა მიიღო პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო @SDoughtyMP-ის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია. დღეს მივიღე მონაწილეობა პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო @SDoughtyMP-ის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ეს კურსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და ჩვენი პასუხი არ დააყოვნებს-წერს ჰადადი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე