რეზონანსი
(01.07.2025)

დავით სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის რაიონის გამგეობის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის მოწყობა ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო მონიშვნები დაიხაზა;

დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები;

დამონტაჟებულია საგზაო ნიშნები და შუქნიშნები;

შესრულდა გამწვანების სამუშაოები.

გზის დახაზვის სამუშაოებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე