რეზონანსი
(30.06.2025)

ბაქოში პოლიციამ რუსული პროპაგანდისტული მედია "Rossiya Segodnya"-ს ადგილობრივი ფილიალის "Sputnik Azerbaijan"-ის დირექტორი და კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, დაკავებულები არიან დირექტორი იგორ კარტავიხი და თანამშრომელი ევგენი ბელუსოვი.

ცნობისთვის, რუსული პროპაგანდისტული მედიის აზერბაიჯანულ ფილიალში პოლიცია დღეს დილით შევიდა.

ცნობილია, რომ "Sputnik Azerbaijan"-ს საქმიანობა ოფიციალურად თებერვალში შეუჩერდა, თუმცა სააგენტო მაინც განაგრძობდა ფუნქციონირებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე