რეზონანსი
(29.06.2025)

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
პესკოვი აცხადებს, რომ ეს სომხეთის შიდა საქმეა.
„სომხეთის შიდა საქმეა. ჩვენ არანაირად არ გვინდა ამ შიდა საქმეებში ჩარევა. რა თქმა უნდა, სომხეთი ჩვენთან ძალიან ახლოს მდებარე ქვეყანაა და არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვყავს რამდენიმე მილიონი სომეხი, ესენი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ტკივილით უყურებენ ამ მოვლენებს. ასე რომ, დიახ, ჩვენ ვაკვირდებით, მაგრამ ეს სომხეთის შიდა საქმეა“, – ამბობს პესკოვი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



