რეზონანსი
(28.06.2025)

ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„კრემლში მყოფ იმპერიალისტს [ვლადიმერ პუტინი] მოლაპარაკებები არ სურს, მას მშვიდობა არ სურს. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის", - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე გერმანიამ და ნატო-ს ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ.

„რუსეთი სრულად სამხედრო ეკონომიკაზე გადავიდა. მომავალ წელს რუსეთის არმია იმაზე ორჯერ დიდი იქნება, ვიდრე უკრაინაში ომამდე იყო", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე