რეზონანსი
(28.06.2025)

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. "ინფო რუსთვის" ცნობით, შემთხვევა მე-17 მკ/რ-ში მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება 30 წლამდე მამაკაცებს შორის დაიწყო, მოგვიანებით კი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა.

მამაკაცმა, ნაცნობს, ცივი იარაღით, მუცლის არეში 6 ჭრილობა მიაყენა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე