რეზონანსი
(27.06.2025)

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, რიყე-ნარიყალის საბაგირო გზა 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის მიზეზია ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები.
„რიყე-ნარიყალის საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები", - ნათქვამია თბილის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



