რეზონანსი
(27.06.2025)

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი მამა-შვილი დაიღუპა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



