რეზონანსი
(26.06.2025)

27 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება - სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მოხსენებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვა.

კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრებს. პრემიერის ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს ივნისის დასაწყისში წარედგინა.

კობახიძის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

სხდომის ბოლოს კი, საგაზაფხულო სესია დაიხურება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე