რეზონანსი
(25.06.2025)

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია მოქალაქის ჩამოვარდნა მაღალი სართულიდან – იყო ეს უბედური შემთხვევა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა თუ სხვა გარემოება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი.

ინფორმაციისთვის, გვიან ღამით, ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში,  17 წლამდე გოგო გარდაიცვალა, ისიც სიმაღლიდან ვარდნის შედეგად.

წყარო: აჭარა თაიმსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე