რეზონანსი
(25.06.2025)

ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, უბედური შემთხვევა მოხდა. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 17 წლამდე გოგო გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მალევე გამოიძახეს, თუმცა მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: აჭარა თაიმსი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



