რეზონანსი
(25.06.2025)

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანთან, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძარი ტრაგედიით დასრულდა: ხანდაზმული ქალი კვამლისგან გაიგუდა – მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მძიმე მდგომარეობაშია ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომელიც სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს კატასტროფის ცენტრში – მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც საგანგაშო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

"ოდიშინიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე