რეზონანსი
(23.06.2025)

ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის როგორც ახლო აღმოსავლეთს, ასევე ევროპას, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
ამავდროულად, ბარო დარწმუნებულია, რომ ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი.
,,ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის ისრაელის არსებობას, მთელ რეგიონს და ევროპას. სამხედრო გზა არ არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი, მხოლოდ მოლაპარაკებები უზრუნველყოფს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გრძელვადიან მოგვარებას“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



