რეზონანსი
(21.06.2025)

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა.

ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე