რეზონანსი
(21.06.2025)

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე საგანგებო მიმართვას ავრცელეებს:
„ეპოქა დასრულდა, დამთავრდა “ამერიკის ხმის” 80-წლიანი მაუწყებლობა, მილიონებს შეუწყდა ეს ხმა მთელს მსოფლიოში, დაგვაკლდება გამალებული ზრუნვა ქართული აუდიტორიისთვის და დავაკლდებით მასაც.
წიგნი დაიწერება ჩვენს ღვაწლზე ( ამაზე სხვა დროს).
ძალიან სამწუხაროა და მოულოდნელი ასეთი დასასრული, მაგრამ ცვლილებები ყველგან დიდია, წარმოუდგენელიც კი და საგრძნობი.
მადლობა ყველა გულშემატკივარს" - წერს „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



