რეზონანსი
(20.06.2025)

ისრაელი მოუწოდებს ევროპელ და ირანელ მინისტრებს, გადადგან მნიშვნელოვანი და რეალური ნაბიჯები ირანის ბირთვული შესაძლებლობების დემონტაჟისკენ, და არა მხოლოდ მორიგი დიპლომატიური მოლაპარაკებები - ამის შესახებ ისრაელის წარმომადგენელმა გაეროში, დანი დანონმა, დღეს განაცხადა.

„უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ვიხილეთ არაერთი დიპლომატიური მოლაპარაკება - შედეგები კი თვალსაჩინოა," - განაცხადა დანონმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე.

„თუ ნამდვილად იქნება მცდელობა ირანის შესაძლებლობების დემონტაჟისკენ, ეს უკვე რაღაცაა, რაც შეიძლება განვიხილოთ. მაგრამ თუ საქმე მორიგ შეხვედრასა და დებატებს შეეხება - ეს არ იმუშავებს," - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

„თუ ეს მოლაპარაკება იქნება მხოლოდ მორიგი რაუნდი და არაფრის მომტანი დისკუსია, ამას ვერ შევეგუებით," - დაამატა დანონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე