რეზონანსი
(20.06.2025)

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყდეს.

„რამდენიმე დღეა, საფრანგეთი მკაფიოდ და მარტივად აცხადებს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმებს გამართლება არ აქვს", - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ირანმა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე მზადყოფნა უნდა გამოხატოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე