რეზონანსი
(17.06.2025)

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩი ჩაატარა. ჩვენი გუნდი, რომელმაც მატჩი პრაქტიკულად მთლიანად უმცირესობაში ჩაატარა, პორტუგალიასთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. შეხვედრის მეხუთე წუთზე ლაშა ოდიშარიამ წითელი ბარათი მიიღო.
საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე 3 ქულა დააგროვა, თუმცა ეს ტურნირის პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან პორტუგალიას და საფრანგეთს 7-7 ქულა აქვთ. სწორედ ეს გუნდები გააგრძელებენ ასპარეზს შემდეგ ეტაპზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



