რეზონანსი
(17.06.2025)

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის, მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა დროებით გადაკეტილია, ავტომობილებს მოძრაობა ძველი გზით უწევთ.

ადგილზე შსს და საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: აჭარის ტელევიზია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე