რეზონანსი
(17.06.2025)

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეხუთე დღეს კაცები 90 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები - 70 კგ-ში გამოვლენ.

90 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება: ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სერბ მილიან რადულისა და ბელარუს ალიაკსანდრ სიდორუკს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ლუკა მაისურაძე კი პირველ წრეში აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაუპირისპირდება.

წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81კგ) კი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე