რეზონანსი
(16.06.2025)

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„საჰაერო ძალები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილსა და ქალაქ ჰაიფაში ისმის.
ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



