რეზონანსი
(16.06.2025)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში - სეტყვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



