რეზონანსი
(14.06.2025)

რუსეთის სტავროპოლის მხარეში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაცია ოლქის გუბერნატორი, ვლადიმერ ვლადიმეროვი ავრცელებს.

მისი თქმით, დრონის ნამსხვრევები ქალაქ ნევინომისკში მდებარე ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელიც აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მას დროული სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე