რეზონანსი
(14.06.2025)

გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაშავდა 2 ადამიანი, რომელიც
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი სატვირთო ავტომობილსაც დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



