რეზონანსი
(14.06.2025)

ტირიფონის არხში 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მოხდა.

მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც სოფლის წარმომადგენლელმა განაცხადა, მამაკაცი სავარაუდოდ არხში ჩავარდა:

„ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგრამ ვეღარ უშველეს. ეს არხი ღიად მოედინება, კარგი იქნება თუ სოფლის ტერიტორიაზე მოაჯირები მაინც ექნება. მელიორაციამ გააკეთა არხი" - თქვა ადგილობრივმა.

წყარო: ქართლის ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე