რეზონანსი
(14.06.2025)

ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ იერიშები გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს დაპირისპირება გუშინდელი შეზღუდული მოქმედებებით არ დასრულდება და ირანის დარტყმები გაგრძელდება", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ფარსს" ირანელმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კონფლიქტი რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე „გავრცელდება".

„ეს აგრესორებისთვის ძალიან მტკივნეული და სავალალო იქნება", - აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე