რეზონანსი
(12.06.2025)

 სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე და ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი 3 ათასი ლარის ოდენობით დააჯარიმეს - რაც შეეხება გიგა მაქარაშვილს, მას 4 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ცნობისთვის, დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების" პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს", „შეურაცხყოფს", „ემუქრება" და „აბულინგებს".

ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე