რეზონანსი
(12.06.2025)

14-15 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, ზო­გან ძლი­ე­რი და ელ­ჭე­ქი, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში სე­ტყვა. იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი. ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­იკ­ლებს. მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა - გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო)" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უამინდობა შემდეგი კვირის დასაწყისშიც გაგრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით იქროლებს ქარი და იწვიმებს. გაუმჯობესება მხოლოდ 18 ივნისიდან არის მოსალოდნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე