რეზონანსი
(11.06.2025)

14 ადამიანი დაშავდა ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსით ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე