რეზონანსი
(11.06.2025)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უნგრეთი და საქართველო უარს ამბობენ იყვნენ პაიკები სხვის ომში.
„წელს მეოთხე შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. უნგრეთი და საქართველო, ორი სუვერენული სახელმწიფო, უარს ამბობენ იყვნენ პაიკები სხვის ომში. ჩვენ უარს ვამბობთ შანტაჟზე, ვეწინააღმდეგებით უცხოურ ზეწოლას და ზრდის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მჭიდრო თანამშრომლობის გზას ვირჩევთ. მოდით, საქმეს შევუდგეთ“, - წერს ორბანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



