რეზონანსი
(11.06.2025)

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. 34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა.
დვალიშვილი საქართველოში საკუთარ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაჰყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



