რეზონანსი
(10.06.2025)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად უნგრეთში გაემგზავრება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძეს ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს.

ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორისაც. ბუდაპეშტში გაიმართება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა და გაფორმდება შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ირაკლი კობახიძე შეხვდება უნგრეთის პრეზიდენტს და ეროვნული ასამბლეის სპიკერსაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე