რეზონანსი
(10.06.2025)

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო უკრაინაში ისრაელის ელჩის განცხადება კიევისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს. ისრაელს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემები არ გადაუცია", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ისრაელისგან ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



