რეზონანსი
(09.06.2025)

გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ავარიის შედეგად, დაშავდა ორი პირი.
არსებული ცნობებით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი 3 პირიდან ორი დაშავდა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაშავებულები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, სადაც მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



