რეზონანსი
(09.06.2025)

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, მაჩაბლის ქუჩაზე "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი სკუტერით მოძრავ 2 მოზარდს დაეჯახა.
შემთხვევის დროს დაშავებული 12 წლამდე ორი ბიჭი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო კვლევა მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



