რეზონანსი
(08.06.2025)

რომის პაპმა ნაციონალისტური პოლიტიკური მოძრაობები გააკრიტიკა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რომის პაპ ლეო XIV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო ქადაგებისას ღმერთს „საზღვრების გახსნა, კედლების დანგრევა და სიძულვილის განდევნა" სთხოვა.

„ცრურწმენების ადგილი არ არის, „უსაფრთხო ზონებისთვის", რომლებიც მეზობლებისგან გვაშორებს, იზოლაციონისტური აზროვნებისთვის, რომელთა აღზევებსაც ახლა, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნაციონალიზმში ვხედავთ", - განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსნებთ, რომის პაპ ლეო XIV-ს ინაუგურაცია 18 მაისს გაიმართა. ის ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე