რეზონანსი
(08.06.2025)

ირანის დაზვერვის მიერ ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ირანის დაზვერვის მინისტრმა, ისმაილ ხატიბიმ განაცხადა.

ირანის დაზვერვის მინისტრის, ისმაილ ხატიბის ცნობით, საუბარია ათასობით დოკუმენტზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობებს, ბირთვულ ობიექტებსა და აშშ-თან და ევროპასთან მის ურთიერთობებს ეხება.

„ამის გადაცემას დრო დასჭირდება და ეს ძლიერ უსაფრთხოების ზომებს საჭიროებს. გადაცემის მეთოდები კონფიდენციალური დარჩება, მაგრამ დოკუმენტები მალე უნდა გამოქვეყნდეს", - განაცხადა ხატიბიმ.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის დოკუმენტაციის მოპოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

ისრაელს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე