რეზონანსი
(07.06.2025)

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების „სუ-35"-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი კურსკის მიმართულებაზე გაანეიტრალეს. „ერთად გამარჯვებისკენ!" - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ გვერდზე.
უკრაინელებმა რუსული ავიაგამანადგურებელი ბოლოს მაისის დასაწყისში ჩამოაგდეს. მაშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-13 დაჯგუფების სპეციალური დანიშნულების რაზმის ჯარისკაცებმა რუსული "სუ-30" გაანადგურეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



