რეზონანსი
(07.06.2025)

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მაისის თვეში 10 გველი დაიჭირეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის დირექტორის, ლალი დეკანოსიძის ინფორმაციით, მათთან სულ 21 გამოძახება შევიდა, საიდანაც 10 დადასტურდა.

დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: გველხოკერა - 5, წყლის ანკარა - 3,  ჩვეულებრივი ანკარა - 1, წენგოსფერი მცურავი - 3.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე