რეზონანსი
(06.06.2025)

6 ივნისს ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეორე სართულიდან ქალი ჩამოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, კლინიკაში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი აივანზე იმყოფებოდა, მოულოდნელად ხის იატაკის ფიცარი ჩატყდა და ჩამოვარდა.

"70 წლის იქნება, გონზე იყო როცა კლინიკაში წაიყვანეს. რა მოხდა არ ვიცით, აივნის ფიცარია ჩავარდნილი", – განაცხადა ერთ–ერთმა თვითმხილველმა.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში "სამხრეთის კარიბჭეს" უთხრეს, რომ პაციენტს გამოკვლევები უტარდება.

"სამხრეთის კარიბჭე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე