რეზონანსი
(06.06.2025)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვებას დადებითად გამოეხმაურა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ორბანმა განაცხადა, არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება პატრიოტების ბრძოლის შედეგია.

„ერთი რამ შეიძლება ითქვას, ვარშავას „ვაშინგტონ ექსპრესი“ ეწვია“, - ციტირებს სააგენტო ორბანს.

„ვთვლი, რომ შედეგები ფანტასტიკურად კარგია, რადგან პოლონეთს ჰყავს პროუკრაინული, ომის მომხრე, პრობრიუსელური ლიბერალური მთავრობა“, - დასძინა უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ხმათა 50,9% მიიღო, მისმა კონკურენტმა - ვარშავის ლიბერალმა მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ კი - 49,1%.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე